გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ედიშერ გვენეტაძე: საქართველოს რიგითი მოქალაქეები უპარტიოები, არა-ენჯეოები, მაგრამ ქვეყნის მოყვარულები, მოვითხოვთ, ვიცოდეთ ვინ დააფინანსა დღევანდელი მიმდინარე კონცერტი!

2-06-2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე კონცერტს „მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ აინტერესებს, ვისგან დაფინანსდა აღნიშნული ღონისძიება.


მისი თქმით, საქართველოს რიგით მოქალაქეებს სურთ გამჭვირვალობა და ასე მოითხოვენ მომავალში ყველა სუბიექტისგან, იქნება ეს პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია.


„საქართველოს უბრალო რიგითი მოქალაქეები უპარტიოები, არაენჯეოები, მაგრამ ქვეყნის მოყვარულები, მოვითხოვთ ვიცოდეთ, ვინ დააფინანსა დღევანდელი მიმდინარე კონცერტი! ანუ გვინდა გამჭვირვალეობა! ასე მოვითხოვთ მომავალში ყველა სუბიექტისაგან - პარტია იქნება ეს, ენჯეო თუ ქველმოქმედი! რა არის ამაში მიუღებელი?", - წერს გვენეტაძე.