გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ედიშერ გვენეტაძე აქცია-კონცერტზე ხალხის რაოდენობაზე: ნუ იტყუებით, დრონებთან არ გაგდით აფერისტობები - დაგრჩენიათ ერთი გზა, მიტინგები ლოზუნგით: „არა რუსულ დრონებს"!

2-06-2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საქველმოქმედო აქცია-კონცერტზე დამსწრეთა რაოდენობის ამსახველ დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დრონებთან აფერისტობები არ გაუვათ.


მისი თქმით, შეიძლება ადამიანები რამდენჯერმე მოტყუვდნენ, მაგრამ მათ ყოველთვის ვერ მოატყუებ, მით უმეტეს, ახალგაზრდებს.


"ნუ იტყუებით! აი ეს ბრძანდებით ნაცშეკრებილები "გრანდიოზულ" კონცერტზე! მოკლედ, "დრონებთან" არ გაგდით აფერისტობები! დაგრჩენიათ ერთი გზა - მიტინგები ლოზუნგით: "არა რუსულ დრონებს"! ა. ლინკოლნი ამბობდა: "ადამიანები შეიძლება მოატყუო ერთხელ, ორჯერ, სამჯერ....მაგრამ ადამიანებს სულ მუდამ ვერ მოატყუებ"! მით უმეტეს ახალგაზრდებს!" ,- წერს ედიშერ გვენეტაძე.