გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამთა მეგრელიშვილი: დიდი შეცდომაა ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ღირსების აბუჩად აგდება, უხერხულია კონცერტის შეთავაზება მათი გარეთ გამოსვლის საბაბით. 26 ოქტომბერს ხალხი საკუთარ სათქმელს ყოველგვარი ფულისა და კონცერტის გარეშე გეტყვით

3-06-2024

„ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საქველმოქმედო აქცია-კონცერტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის რევოლუციის დამკვეთთა მიერ გადმოგზავნილი ფულის დემონსტრირება ხელისუფლებისადმი გზავნილით - ჩვენი პატრონები მიესალმებიან თქვენს ჩანაცვლებას ჩვენით.


მეგრელიშვილის თქმით, დიდი შეცდომაა ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ღირსების აბუჩად აგდება, უხერხულია კონცერტის (თანაც უხარისხოს)შეთავაზება მათი გარეთ გამოსვლის საბაბით.


„სახელწოდებით -აქცია კონცერტი ფუნქციურად- კონცერტი მიზანი- ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის დაკავებულთა ჯარიმის თანხის შეგროვება და ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი რომელიც გათვლილია ფერადი რევოლუციისათვის ნიადაგის შესამზადებლად. ეს არის რევოლუციის დამკვეთთა მიერ გადმოგზავნილი ფულის დემონსტრირება ხელისუფლებისადმი გზავნილით- ჩვენი პატრონები მიესალმებიან თქვენს ჩანაცვლებას ჩვენით. ეს არის პოლიტიკური რეპეტიცია 26 ოქტომბრის ღამის და შემდგომი დღეების. და მაინც, დიდი შეცდომაა ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ღირსების აბუჩად აგდება, უხერხულია კონცერტის (თანაც უხარისხოს)შეთავაზება მათი გარეთ გამოსვლის საბაბით. 26 ოქტომბერს ხალხი საკუთარ სათქმელს ყოველგვარი ფულისა და კონცერტის გარეშე გეტყვით”, - წერს თამთა მეგრელიშვილი.