გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 600-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა

3-06-2024

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და კურიკულუმის ექსპერტების გადამზადების პროცესი აქტიურად გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მიმდინარე წელს 600-ზე მეტი დაწყებითი კლასის მასწავლებელი უკვე გადაამზადა.


გარემოს დაცვის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი გადამზადებულ მასწავლებლებს შეხვდა და პედაგოგებს სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელოები - „გარემოსადცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადასცა.


„ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად მართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას. გარემოსდაცვითი ვალდებულებების მიმართ ადამიანის პასუხისმგებლობის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება და დაწყებით საფეხურზე ინტეგრირება მოსწავლეებში გარემოსდაცვითი და აგრარული თემების მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს აჩენს“, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.


„პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები ბაზისურ ცოდნას იღებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი“ , –აცხადებენ უწყებაში.