„სამნი იყვნენ. ფეხბურთში არიან გარეულები. გუშინ აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს, არ ვიცი რა მოხდა. 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი. მე არავის დავინდობ“, - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ჩვენთან, სახლში იყვნენ მოსულები, ფედერაციიდან ვართო. ორი ბათუმიდან იყო. არ გაახმიანოთო, გვეუბნებოდნენ. შვილი მომიკლეს, მაგრამ რაზე მომიკლეს, არვიცი“, - ამბობს გარდაცვლილის დედა მანანა ტუღუში.
ილო ტუღუში ოჯახის წევრებთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ცხოვრობდა. მალთაყვა, სადაც ცხედარი ნახეს, საცხოვრებელი ადგილიდან დაახლოებით 15 კილომეტრით არის დაშორებული. ილო ტუღუშს მეუღლე და 3 შვილი დარჩა. ის მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: reginfo.ge