გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დაახლოებით 700,000 - ზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, რაც ყველაზე დიდი მიღწევაა

3-06-2024


„ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები გამოაქვეყნა „საქსტატმა", რომელზეც პრემიერმა გააკეთა კომენტარი. ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა - 11% - ს შეადგენს, რაც ჯერ კიდევ მაღალია. 400,000 - მდე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმაა. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენთვის ეს არის უმთავრესი გამოწვევა და ალბათ, უმთავრესი ამოცანაა სიღარიბის განულება და დაძლევა, როგორც პრემიერმაც აღნიშნა," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, სიღარიბის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური პროგრესის ფონზე.


„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაახლოებით 700,000 - ზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მიღწევა საბოლოოდ არის ეს," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


პირველი ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე.


„წინასწარი მოლოდინი გვქონდა, რომ 2024 წლის აპრილში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით ორნიშნა იქნებოდა. ჩვენ ამას გარკვეული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით ვამბობდით, მათ შორის, გახსოვთ რომ დღგ - ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი - 16% - ზე მეტად. საბოლოოდ ასეც დადასტურდა. 11% - ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს აპრილში, რამაც საშუალება მოგვცა, რომ 2024 წლის პირველ 4 თვეში გვქონოდა უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ეს იყო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზით განსაზღვრული. 4 თვის ეკონომიკური ზრდის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 9% ს შეადგენს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციას შეინარჩუნებს.


„ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ჭრილში დაგეგმილზე მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ დამატებით აკუმულირებული შემოსავლები მივმართოთ იმ საჭიროებებზე, რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნია," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.