გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო ფოჩხუა: ეს კანონი მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობისთვის მიიღო დღევანდელმა ხელისუფლებამ და მოვა დრო როცა მადლობას ეტყვიან ჩვენი შვილები იმ ახალგაზრდა მთავრობის წევრებს, რომლებმაც უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ დაამტკიცეს „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“

3-06-2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „გამჭვირვალობის კანონის მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და მისმა უსაფრთხოებამ, შესაბამისად, ამ კანონის მიღებით დამარცხდნენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები“.


ექსპერტის თქმით, მოვა დრო და პრემიერის ეს სიტყვები ახდება იმ ურწმუნოთათვის, ვისაც ჰგონია, რომ საქართველომ გადაუხვია კურსს და რუსეთის ორბიტაზე გადავიდა. მისივე შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობისთვის მიიღო დღევანდელმა ხელისუფლებამ.


„მოვა დრო და პრემიერის ეს სიტყვები ახდება იმ ურწმუნოთათვის, ვისაც ჰგონია, რომ საქართველომ გადაუხვია კურსს და რუსეთის ორბიტაზე გადავიდა. ეს კანონი გაწმინდავს როგორც შიგნით, ისე გარეთ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს და განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთხოებას და შესაბამისად სუვერენიტეტს. ეს კანონი მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობისთვის მიიღო დღევანდელმა ხელისუფლებამ და განვმეორდები, მოვა დრო როცა მადლობას ეტყვიან ჩვენი შვილები იმ ახალგაზრდა მთავრობის წევრებს, რომლებმაც უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ დაამტკიცეს „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“, - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.