გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა

3-06-2024

3 ივნისს, პარიზში, გაიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრა, რომელსაც საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ეკა სეფაშვილი დაესწრება.


დეპუტატი აღნიშნული კომიტეტის ძირითადი წევრი და ერთ-ერთ მიმდინარე ანგარიშზე მომხსენებელია.


კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად განიხილება თემები და ანგარიშები „ხანგრძლივი კოვიდის“, უკრაინელი ბავშვების, მომავალ თაობათა ადამიანის უფლებების შესახებ. დღის წესრიგშია ასევე ანგარიში ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის შესახებ. ამ უკანასკნელზე მომხსენებელია ეკა სეფაშვილი, რომელიც კომიტეტის წევრებს ანგარიშს წარუდგენს და სიტყვით მიმართავს, რასაც მოჰყვება თემაზე დისკუსია.


4 ივნისს, ვიზიტის დასასრულს, ეკა სეფაშვილი მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღი გარემოს საკითხებზე კონტაქტ-პარლამენტართა კავშირის შეხვედრაში.