გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზურაბ ქადაგიძე „მეგობრის აქტის“ კანონპროექტზე - ესეც იმავე „ბლეფის“ ნაწილია, როგორც აქამდე გვამყოფებენ 30 წელია, უბრალოდ ახლა, სასწრაფოდ ესაჭიროებათ მილევადი რადიკალიზმის გამოცოცხლება და „ბლეფის რე-ბრენდინგი“ მოიგონეს

3-06-2024

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ვაშინგტონის მიერ „მეგობრის აქტის“ კანონპროექტზე მსჯელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ქადაგიძის თქმით, საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველები; საერთაშორისო მისიებში დასახიჩრებული ქართველები; საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი ადამიანური კონტრიბუცია; საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულება, არ იყო საკმარისი „მეგობარი აქტის“ მაგვარი დამოკიდებულების გამომჟღავნებისა?! თუმცა, ესეც იმავე „ბლეფის“ ნაწილია, როგორც აქამდე გვამყოფებენ 30 წელია.


მისივე თქმით, სასწრაფოდ ესაჭიროებათ მილევადი რადიკალიზმის გამოცოცხლება და “ბლეფის რე-ბრენდინგი” მოიგონეს, ვითომ აქამდე არ ესაჭიროებოდა საქართველოს რეალური პარტნიორობა და ახლა აღმოაჩინეს.


„ინდიელი ბელადი ნაკოლკები ყელამდი განდონები ფერადი, მგონი ბუშტი გეგონა ბეჯითად, რომ ბერავდი“. ჰოდა - ბეჯითად გაბერილი, ახალი ბუშტი გაგვიმზადეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლობისტებმა და დაარქვეს “მეგობარი აქტი“… ოღონდ, აქამდე რით ვერ გაამართლა მეგობრობა საქართველომ, რომ თუნდაც თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია და სულ მცირე, პირდაპირი ფრენები დაეწესებინათ გაურკვეველია… თითქოს -


* საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველები;


* საერთაშორისო მისიებში დასახიჩრებული ქართველები;


* საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი ადამიანური კონტრიბუცია;


* საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულება, არ იყო საკმარისი „მეგობარი აქტის“ მაგვარი დამოკიდებულების გამომჟღავნებისა?! თუმცა - ესეც იმავე „ბლეფის” ნაწილია, როგორც აქამდე გვამყოფებენ 30 წელია. თითზე ჩამოსათვლელი კონგრესმენები იმსჯელებენ და კრება დარჩება მხიარული.


უბრალოდ ახლა, სასწრაფოდ ესაჭიროებათ მილევადი რადიკალიზმის გამოცოცხლება და „ბლეფის რე-ბრენდინგი“ მოიგონეს, ვითომ აქამდე არ ესაჭიროებოდა საქართველოს რეალური პარტნიორობა და ახლა აღმოაჩინეს… მოკლედ, ბეჯითად დაბერეს ფერადი ბუშტი და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უგზავნიან, რომ ამათაც, სხვა უსამშობლოებს გადაუნაწილონ „ბედნიერი მომავლის“ პერსპექტივა... ოღონდ, ეგ ბეჯითად დაბერილი ბუშტი, რომ ბუშტი არ არის?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.