გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჯაბა სამუშია სტუდენტური პროექტის მონაწილეებს შეხვდა

3-06-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტური პროექტის - "ეთნიკური უმცირესობების აკადემიურ-საუნივერსიტეტო სივრცესთან ინტეგრაციის ხელშეწყობა" ღონისძიება გახსნა, რომელიც - "სტუდ-ფესტი 2024" -ის მოხალისეობრივი კონკურსის ფარგლებში გაიმართა.


თსუ–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში იმართება მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი - "სტუდ-ფესტი 2024", რომლის ერთ-ერთ აქტივობასაც წარმოადგენს მოხალისეობრივი კონკურსი.


კონკურსის მონაწილე თსუ-ს სტუდენტური გუნდის მიერ შემუშავებული პროექტის ძირითად ღონისძიებაზე გაიმართა სტუდენტური კონფერენცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ. ასევე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია „მულტიეთნიკური გარემო საქართველოში“ და 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, სტუდფესტის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომელშიც თსუ სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი. „ჩვენი სტუდენტების მიერ განხორციელებული პროექტი წარმოადგენს იმ მთავარს იდეას, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო და უნივერსიტეტი, ეს არის ერთიანობა განურჩევლად ეროვნების, რელიგიის. როდესაც უნივერსიტეტი დაარსდა, ის მოიაზრებოდა, როგორც საერთო საგანმანათლებლო ცენტრი ამიერკავკასიაში. ეს არის უნიკალურ იდეაზე აღმოცენებული უნივერსიტეტი, ერთიანი საგანმანათლებლო სივრცე“,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


მან ასევე ყურადღება გაამახვილა 1+4 საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის საშუალებითაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ სახელმწიფო ენა.


ღონისძიებაზე ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა იმ ძირითად პროგრამებსა თუ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც ახალგაზრდობის სააგენტო მიმდინარე წლის განმავლობაში განახორციელებს.


კონკურსში 24 უნივერსიტეტის მონაწილეობს. მათ უნდა წარადგინონ მოხალისეობრივ პრინციპებზე დაფუძნებული, საზოგადოებისთვის კეთილდღეობის მომტანი, აქტუალური და ინოვაციური იდეა. კონკურსის მონაწილეებს ჟიურის წევრები შეაფასებენ. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება და მონაწილეობა მიიღებს საერთაშორისო ახალგაზრდულ ღონისძიებაში.