გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სარფში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

3-06-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი", მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ეჭვის საფუძველზე, მათი კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების (სხეულის რენტგენო ინსპექტირების სკანერის გამოყენება) შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 389,5 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.


უწყების ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 46 683,7 ლარი შეადგინა.


ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.