გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი გამჭვირვალობის კანონზე: ძალიან საინტერესოა სექტემბერში რას ჩაწერს დეკლარაციაში USAID „კანვასის“ პოლიტიკური ტექნოლოგების საქართველოში ჩამოყვანის მიზეზად

3-06-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წვერი დავით ქართველიშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონს აფასებს.


მისი თქმით, კანონი 2023 წლის დეკლარაციას ითვალისწინებს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სექტემბერში უნდა წარადგინონ. დავით ქართველიშვილი USAID-ის მიერ „კანვასის“ პოლიტიკური ტექნოლოგების ჩამოყვანის ფაქტს იხსენებს და აღნიშნავს, რომ საინტერესო იქნება რას დაასახელებს USAID მათი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად.


ანალიტიკოსის თქმით, ის მოტყუებული ახალგაზრდები, რომლებიც აქციაზე დგანან, მიხვდებიან თუ რას უჭერენ მხარს.


„ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ფარდას ახდის იმას თუ რომელი პოლიტიკური პარტია საიდან, რომელი დონორის მხრიდან ფინანსდებოდა, თუნდაც 2023 წელს. ვინაიდან, პირველი დეკლარაციის შევსება ეხება 2023 წლის მონაცემებს და უკვე სექტემბერში უნდა წარადგინონ. ძალიან საინტერესო იქნება სექტემბერში რას ჩაწერს USAID -ი „კანვასის“ პოლიტიკური ტექნოლოგების ჩამოყვანის მიზეზად? როგორც მინიმუმ ორი ვერსია მოვისმინეთ. ერთი, რომ ეს იყო კულტურის მუშაკებთან ტრენინგები და მეორე გულისამაჩუყებელი ვერსია - თითქოს, ბავშვთა ონკოლოგიის საკითხებზე იყვნენ ჩამოსულები. საინტერესოა, რას ჩაწერენ დეკლარაციაში, მთელი საქართველო ელოდება ამას. ყველაფერი კარგად იქნება საქართველოსთვის, მთავარია არ დავუშვათ შეცდომა. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, მე მათ მოწინააღმდეგეს ვერ ვუწოდებ. ეს არის მოტყუებული, შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდების მასა, საიდანაც ერთმა პროცენტმა იცის ზუსტად რას აკეთებს, დანარჩენი მიყვება ამ დაქოუჩებულ და დატრენინგებულ სტიგმებს. საბოლოო ჯამში, მთელს მსოფლიოში დაინახავენ ამ ძირეულ ცვლილებებს, რომელიც მოიცავს ამერიკას, ევროკავშირს, ახლო აღმოსავლეთს და მათ შორის საქართველოს და ყველა მიხვდება, რა სისულელის მხარეს იდგა, რა სიგიჟეს უჭერდა მხარს და რა ენითაღუწერელ, გაუგონარ სტიგმას იზიარებდა 2 წლის განმავლობაში. ამ ყველაფერს ჩვენ დავინახავთ,“ - აღნიშნა ქართველიშვილმა.