გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვოლოდიმირ ზელენსკი: ტრამპი რისკავს, იყოს "ლუზერი" პრეზიდენტი, თუ უკრაინას ცუდი სამშვიდობო შეთანხმების დადებას დაავალდებულებს

3-06-2024

დონალდ ტრამპი რისკავს, გახდეს "ლუზერი" (დამარცხებული) პრეზიდენტი, თუ ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს და უკრაინას ცუდი სამშვიდობო შეთანხმების დადებას დაავალდებულებს, - აცხადებს ვლადიმერ ზელენსკი და აღნიშნავს, რომ თუ მოვლენები ამგვარად განვითარდება, აშშ გლობალური "მოთამაშე" ვეღარ იქნება.


ზელენსკიმ თქვა ისიც, რომ ჯერ არ აქვს სტრატეგია იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება.


უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ვლადიმერ პუტინი დაარღვევს ტრამპის შუამავლობით დადებულ ნებისმიერ შეთანხმებას. "ცეცხლის შეწყვეტა ხაფანგია", - თქვა მან და დასძინა, რომ პუტინი არ შეჩერდება - ტრამპს დაამცირებს და მსოფლიოს წინაშე "ძალიან სუსტად" წარმოაჩენს. ზელენსკი ამბობს, რომ, ამ შემთხვევაში, "აშშ დაკარგავს თავის პოზიციას და აღარ იქნება მსოფლიოს ლიდერი".