გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი ორი ზოლის მშენებლობისთვის 200 მილიონი ლარი დაიხარჯება

17-10-2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41,3 კილომეტრიანი ორი ზოლის მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.


პროექტს სრულად დააფინანსებს სახელმწიფო და მისი ბიუჯეტი 200 მილიონ ლარი იქნება. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და კომპანიებს შეთავაზებების წარსადგენად 30-დღიანი ვადა ექნებათ.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი არსებული ორზოლიანი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ მონაკვეთზე ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, გაცალმხრივდება. ახალი პროექტის მიხედვით, ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.