გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

3-06-2024

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაიდენბერგთან. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 


ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.


ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში, ასევე, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ფონდი უწევს ქვეყანას მდგრადი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნების პროცესში.


ლაშა ხუციშვილმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში დღეს არსებული ვითარება.


შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობით გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.