გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამარ ჩიბურდანიძე: ყველა კანონდარღვევა, შეურაცხყოფა, დაუსაბუთებელი ბრალდებები უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილნი, როდესაც დაიშვება პრეცედენტი - დაისჯება ერთი, შემდეგ მეორე დანაშაული აღარ მოხდება

3-06-2024

„დღევანდელი ლიბერალიზმი, რომელიც ულტრა, ფსევდო და ფაშიზმია, მიზნად ისახავს სხვისი უფლებების აღიარების საბაბით, სხვა ადამიანის მოკვდინებას და განადგურებას. ადამიანს გინდა ტყვია ესროლე და გინდა ის ეძახე, რასაც დღეს ე.წ. ლიბერალები აკეთებენ. ეს სიკვდილზე უარესია,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.


მისივე თქმით, ახალგაზრდებს ერთმანეთში ერევათ აკადემიური ლიბერალიზმი და ის ლიბერალიზმი, რომელიც დღეს მსოფლიოშია.


„ახალგაზრდებს ერთმანეთში ერევათ აკადემიური ლიბერალიზმი და ის ლიბერალიზმი, რაც დღეს არსებობს მსოფლიოში. როგორც ჩანს, ახალგაზრდებს ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ილია, ვაჟა, აკაკი, თერგდალეულთა თაობა, უდიდესი გენიოსები ქართველი ლიბერალები იყვნენ და თავისთავად მაშინ ეს ლიბერალიზმი, რატომ უნდა იყოს მიუღებელი?


ილია, აკაკი და ვაჟა ეს იყო აკადემიური ლიბერალიზმი, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის მოპოვებას და შენარჩუნებას. დღევანდელი ლიბერალიზმი, რომელიც ულტრა, ფსევდო და ფაშიზმია მიზნად ისახავს სხვისი უფლებების აღიარების საბაბით, მეორე ადამიანის მოკვდინებას და განადგურებას. ადამიანს გინდა ტყვია ესროლე და გინდა ის ეძახე, რასაც დღეს ე.წ. ლიბერალები აკეთებენ. ეს სიკვდილზე უარესია.


ფაშიზმის დასამარცხებლად მსოფლიომ დიდი მსხვერპლი გაიღო. იყო ომი, მაგრამ ფაშიზმი არ დამარცხდებოდა, რომ არა ნიურნბერგის პროცესი და შემდეგ კანონების მკაცრი ამოქმედება. სწორედ ამიტომ სრულიად ვეთანხმები გურამ მაჭარაშვილის ინიციატივას გასამართლებასთან დაკავშირებით და მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს აზრს, რომ კანონმა უნდა იკანონოს.


ყველა კანონდარღვევა, შეურაცხყოფა, დაუსაბუთებელი ბრალდება უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილნი. როდესაც დაიშვება პრეცედენტი - დაისჯება ერთი, შემდეგ მეორე დანაშაული აღარ მოხდება. გამჭვირვალობის კანონის მხარდამჭერების ქცევა - წარწერები და ასე შემდეგ არის მხოლოდ და მხოლოდ იძულებითი პასუხი და არა სურვილი ასეთი ქცევის. რადიკალების მხრიდან კი ყველა ქმედება არის მიზანმიმართული ფაშიზმი,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.