გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თსუ-ში კიდევ ერთი სტუდენტური კაფეტერია გაიხსნა

4-06-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის თსუ-ში  კვების მეორე ობიექტი გაიხსნა. ახალი კაფეტერია თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა დაათვალიერეს. პროექტი ხორციელდება სტუდენტური მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში.


თსუ პირველი კორპუსის ეზოში,  თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კაფეტერია მომხმარებელს ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს სთავაზობს. 18:00 საათის შემდეგ კი 30-პროცენტიანი ფასდაკლება მოქმედებს სრულ პროდუქციაზე.


„თსუ კაფეტერია, რომელშიც სტუდენტებიც არიან დასაქმებული,  ძირითადად თსუ-ის 1-ელი, მე-2 და მე-6 კორპუსების, სტუდენტებსა და თანამშრომლებს ემსახურება. თსუ კაფეტერიის ინფრასტრუქტურა სტუდენტებს სხვადასხვა აქტივობის გამართვის შესაძლებლობას აძლევს.

 

სტუდენტებისთვის პირველი კვების ობიექტი 2023 წელს თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში გაიხსნა, რომელიც მაღლივის, მე-11 კორპუსის (განივის), ასევე ბიბლიოთეკის სტუდენტებსა და თანამშრომლებს ემსახურება“ –აცხადებენ უწყებაში.