გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის და შარლ მიშელის დაპირისპირებაზე: აქტორები, რომელთაგანაც მოველით ერთობას, თურმე ერთმანეთის დაძირვაზე არიან გადასულნი, აშკარაა, რომ ნამდვილ ევროპელებს ყელში ამოუვიდათ ევროკრატების თავხედური და არაკომპეტენტური პარპაში

4-06-2024

„იმ აქტორებისგან, რომელთაგანაც მოველით ერთობას, ერთსულოვნებას, თურმე ერთმანეთის ინტრიგანულ დაძირვაზე არიან გადასულნი. მთავარია პოლიტიკური სავარძელი და გავლენები, დანარჩენი შელამაზებადია, დროებით მაინც... სახეზეა "ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიული" ფასეულობები“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, გამოცემა Politico-ს ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვითაც, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეეცდება, ხელი შეუშალოს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტის თავმჯდომარე მეორე ვადითაც გახდეს.


აბაშიძის განცხადებით, სავარაუდოდ ევროპარლამენტის არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის, ვინაიდან კვლევებით აშკარაა, რომ ნამდვილ ევროპელებს უკვე ყელში ამოუვიდათ ევროკრატების არაკომპეტენტური ჩარევა ქვეყნების სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში.


„იმ აქტორებისგან, რომელთაგანაც მოველით ერთობას, ერთსულოვნებას, თურმე ერთმანეთის ინტრიგანულ დაძირვაზე არიან გადასულნი. მთავარია პოლიტიკური სავარძელი და გავლენები, დანარჩენი შელამაზებადია, დროებით მაინც... სახეზეა "ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიული" ფასეულობები. დიდი ალბათობით, ძალიან ბევრ რამეს შეცვლის მომავალი ევროარჩევნები. ვეცნობით რა არაერთ სოლიდურ ანალიტიკასა და კვლევებს, აშკარაა, რომ ნამდვილ ევროპელებს ყელში ამოუვიდათ ევროკრატების გაჭენებული, თავხედური და არაკომპეტენტური პარპაში მათი ქვეყნების სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებზე. Politico: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეეცდება, რომ ხელი შეუშალოს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტის თავმჯდომარე მეორე ვადითაც გახდეს. არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ მიშელს, სავარაუდოდ, ჟოზეფ ბორელის თანამდებობის დაკავება სურს. უმაღლეს თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების განსახილველად მიშელი, შესაძლოა, ევროკავშირის ლიდერებს ცალ-ცალკე შეხვდეს და არა ერთობლივად, როგორც ეს ყოველთვის ხდება. დიპლომატიურ წრეებში შიშობენ, რომ მიშელმა შესაძლოა არაკონსტრუქციულად იმოქმედოს და გამოიყენოს საკუთარი გავლენა, რათა შური იძიოს ურსულა ფონ დერ ლაიენზე“, - წერს გია აბაშიძე.