გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო და ვერც ერთი ელჩი ვერ მოახერხებს ამ ტრადიციულ მეგობრობასა და პარტნიორობაში რაიმე ხინჯის შეტანას, რასაც ცდილობს მოქმედი ელჩი

4-06-2024

გავრცელდა დეზინფორმაცია და ამის საფუძველი, სამწუხაროდ, შექმნა გერმანიის ელჩმა, რომელმაც ისე გაავრცელა გერმანიის კანცლერის განცხადება, რომ შექმნა აღქმა საქართველოზე საუბრის თაობაზე და შემდეგ ეს აიტაცეს კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა, გაავრცელეს შესაბამისი დეზინფორმაცია. ეს ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


მისივე თქმით, განსაკუთრებით სამწუხარო და შემაშფოთებელია ამ ყველაფერში გერმანიის ელჩის როლი.


„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა გახდეს გერმანიის სახელმწიფოს ყურადღების საგანი. პირველ რიგში, გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო და ვერც ერთი ელჩი ვერ მოახერხებს ამ ტრადიციულ მეგობრობასა და პარტნიორობაში რაიმე ხინჯის შეტანას, რასაც ცდილობს მოქმედი ელჩი. ამას, საბოლოო ჯამში, ის ვერ მოახერხებს. ჩვენ ვართ განსაკუთრებულად მადლიერნი გერმანიის სახელმწიფოსი, როდესაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, გერმანულმა მხარდაჭერამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში და მხოლოდ და მხოლოდ მადლობა შეიძლება გადავუხადოთ გერმანულ სახელმწიფოს ამისთვის. გერმანია არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მეგობარი სახელმწიფო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მეგობრობასა და პარტნიორობას ვერავინ მიაყენებს ჩრდილს, მათ შორის, ვერც ერთი ელჩი.


ხედავთ, რომ ძალიან ხშირად თავს ესხმიან ხოლმე საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ამას არ წარმოაჩენენ ხოლმე როგორც საქართველოზე თავდასხმას. როდესაც ელჩი არასწორად, არასერიოზულად იქცევა, მისი გაკრიტიკება არის ჩვენი ვალდებულება, მათ შორის, გერმანული სახელმწიფოს წინაშე, ვინაიდან არასერიოზული ქმედებებით პირველ რიგში ის გერმანულ სახელმწიფოს უქმნის პრობლემას, ქართულ სახელმწიფოსთან ერთად. აქედან გამომდინარე მინიშნება იმაზე, რომ ელჩი არ იქცევა სწორად, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი გერმანიისთვის, საქართველოსთვის და ჩვენი ორმხრივი მეგობრობისა და პარტნიორობისთვის,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.