გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რაგბიში ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი  გაიმართა

16-10-2018

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და საქართველოს რაგბის კავშირის ხელშეწყობით, ‘’ შევარდენის’’ სანაკრებო ბაზაზე, გაიმართა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი რაგბიში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანი მორაგბეები ბიძინა გეგიძე, ირაკლი აბუსერიძე, ბექა ნაცვლიშვილი,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ბრიუსელში, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე, ბრიგადის გენერალი, გიორგი სურმავა, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები. თამაში დასრულდა ანგარიშით 3:1.


თამაშის დასასრულს, მატჩის ყველა მონაწილეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა, მირონ ჩიგოგიძემ, გენერალ-ლეიტენანტმა, დავით თევზაძემ სამახსოვრო პრიზები გადასცეს.


ამხანაგურ თამაშს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანები, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და რაგბის გულშემატკივრები.

ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეოთხედ აღინიშნება.