გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობის კანონის მიღებით ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, არის ქართული სახელმწიფო და ერთადერთი, ვინც დამარცხდა არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები

4-06-2024

გამჭვირვალობის შესახებ კანონის ძალაში შესვლა არ არის ხელისუფლების გამარჯვება, ეს არ არის არც კანონის ოპონენტების მარცხი და მითუმეტეს, ეს არ არის არც საერთაშორისო კონკრეტული პარტნიორების დამარცხება ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, ეს არის ქართული სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, მისი დამოუკიდებლობა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით ერთადერთი, ვინც დამარცხდა ამ კანონის ძალაში შესვლით, არიან საქართველოს არაკეთილმოსურნეები.


„ამ კანონის ძალაში შესვლა არ არის ხელისუფლების გამარჯვება, ეს არ არის არც კანონის ოპონენტების მარცხი და მითუმეტეს, ეს არ არის არც საერთაშორისო კონკრეტული პარტნიორების დამარცხება. ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, ეს არის ქართული სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, მისი დამოუკიდებლობა და ერთადერთი, ვინც დამარცხდა ამ კანონის ძალაში შესვლით, არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები. ეს არის საერთო სურათი. აქედან გამომდინარე, როდესაც განმტკიცდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ამით დამარცხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე. ეს არის მკაფიოდ რაც შეიძლება ითქვას. ვის უნდა სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და ვის არა, ამაზე დასკვნებს გამოიტანს ქართული საზოგადოება. რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებას, ამას წინ ვერავინ დაუდგება, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო იმოქმედებს სწორედ საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად.


კანონი შეიცავს ბერკეტებს, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია დაძლიოს ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციის დაუმორჩილებლობა. კანონი თვითონ შეიცავს ამის ბერკეტებს. მონიტორინგი ჩატარდება და ყველას დეკლარაცია გამოქვეყნდება. ვერავინ ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ქართველმა მოქალაქემ ვერ მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ. საზოგადოებისთვის ამ ფინანსების გამჭვირვალობას წინ ვერაფერი დაუდგება, თვითონ კანონი შეიცავს შესაბამის ბერკეტებს", - განაცხადა პრემიერმა.