გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებს ვაშლოვანში უმასპინძლა

4-06-2024

შიდა ტურიზმის სტიმულირების, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კახეთში, ვაშლოვანში პრესტური გამართა. ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები 3 დღის განმავლობაში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ადგილებს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლებმა დაცულ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველები და ფრინველები გადაიღეს, –ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


მათივე ცნობით, პრესტურის მონაწილეებმა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტები და სალაშქრო ბილიკები შეისწავლეს. გაეცნენ ტერიტორიაზე არსებულ საპიკნიკე და საკემპნინგე ადგილებს.


ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, გეოლოგიურ, ველო, ფოტო, კულტურულ, საფარი და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.