გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ანაკლიის პროექტში ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება არასერიოზული, ძალიან მძიმე პროვოკაცია და სპეკულაციაა

4-06-2024

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ანაკლიის პროექტში ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება არასერიოზული, ძალიან მძიმე პროვოკაცია და სპეკულაციაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან და ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩინელ პარტნიორებთან ერთად, ამ ამოცანის შესრულებას გააიოლებს.


„ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება, ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის როგორც პოლიტიკური ასპექტი, ისე ეკონომიკური. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად აკავშირებდა ერთმანეთს ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს. მაქსიმალურად რომ აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული დაკავშირების ფუნქცია, პრინციპულად მნიშვნელოვანია, განვითარდეს ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან და ბუნებრივია, ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩინელ პარტნიორებთან ერთად, ამ ამოცანის შესრულებას თვისებრივად გაგვიიოლებს. ასეთ დროს, როცა სალომე ზურაბიშვილისგან კეთდება განცხადებები ამ პროექტში ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ, ეს არის უბრალოდ არასერიოზული, ძალიან მძიმე პროვოკაცია და სპეკულაცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.