გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს რუსული სახელმძღვანელოდან გადმოღებულ ამბავს უწოდებს

4-06-2024

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი, სონია შიფერსი, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ კანონების პაკეტის ინიციირებას ეხმიანება და მას ჰომოფობიურ კანონმდებლობას უწოდებს.


როგორც შიფერსი აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა, საბოლოოდ გადაწყვიტა ჰომოფობიური კანონმდებლობა რეგულარულ კანონმდებლობად დანერგოს, რაც რუსული სახელმძღვანელოდან არის გადმოღებული.


„როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაწყვიტა ჰომოფობიური კანონმდებლობის რეგულარულ კანონმდებლობად შემოღება მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უარი თქვა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე. კიდევ ერთი ამბავი პირდაპირ რუსული სახელმძღვანელოდან, რომელიც მიზნად ისახავს კონსერვატიული ამომრჩევლის გულის მოგებას“, - წერს სონია შიფერსი პლატფორმა X-ზე.