გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონთან მიმართებით დიდი ხანი გარე ძალებისგან ელოდა დაკვეთას - არ იცოდნენ კანონს შეწინააღმდეგებოდნენ, იგნორი გაეკეთებინათ, თუ რა ექნათ

4-06-2024

„საქართველოში აუცილებლად დაცული იქნება ადამიანის უფლებები, მნიშვნელობა არ აქვს უმცირესობის წარმომადგენელი იქნება ეს, თუ სხვა,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი გარანტი იქნება კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.


ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციას გარე დაკვეთების შემსრულებელ აგენტურას უწოდებს და დასძენს, რომ ინიცირებულ კანონპროექტთან მიმართებითაც გარე ძალების დაკვეთებს ელოდებიან და სწორედ ამ მიზეზით არ აფიქსირებენ საკითხზე პოზიციას.


„ჩვენ თანმიმდევრულები ვართ საზოგადოების წინაშე. ოჯახურ ღირებულებათა დაცვის საკანონმდებლო პაკეტის დაინიცირებამდე, ერთი თვის განმავლობაში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მთელი საქართველოს მასშტაბით საზოგადოებას გავაცანით ამ პაკეტის შინაარსი და მიზანი. ჩვენ არ ვცხოვრობთ დახურულ სივრცეში და ვამჩნევთ ამ თემის გლობალური მნიშვნელობის გამოწვევას. გვაქვს სტატისტიკა, თუ როგორი სისწრაფით ხდება ლგბტ პროპაგანდის გავრცელება სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე ერთსქესიანთა ქორწინების თემა, რომელიც მოდებულია მსოფლიოში. აქედან გამომდინარე საქართველოში, სადაც ოჯახური ღირებულებები, ტრადიციულად მაღალ ნიშნულზეა, ყველამ კარგად გაიაზრა, რომ მოვიდა დრო, როდესაც საჭიროა ამ კანონის ინიციირება მოვახდინოთ საკანონმდებლო ორგანოში.


საქართველოში აუცილებლად იქნება დაცული ადამიანის უფლებები, ეს იქნება უმცირესობის წარმომადგენელი თუ სხვა. ამიტომაც ჰქვია ამ კანონს ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი.


რადიკალური ოპოზიცია, გარე დაკვეთების შემსრულებელი აგენტურაა. ამ კანონთან მიმართებითაც დიდი ხნის განმავლობაში ალოდნენ, თუ რა დაკვეთა მოვიდოდა გარე ძალებიდან. არ იცოდნენ, კანონს შეწინააღმდეგებოდნენ, იგნორი გაეკეთებინათ, თუ რა ექნათ. ვერ ჩამოყალიბდნენ - ეს ხომ კარგად გამოჩნდა. ჩვენ რომ ვსაუბრობდით ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე, ისინი ზეთის და ბენზინის ფასებზე გვესაუბრებოდნენ,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.