გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე ჩერგოლეიშვილის სტატუსზე: ამგვარი მავნებლური დღის წესრიგით მოქმედებენ უსამშობლო სექტანტები დასავლელ აქტორებთან ურთიერთობისას, ვითომ პროევროპული საბურველი აქვთ

5-06-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქსტატუსს ეხმიანება, სადაც ჩერგოლეოშვილი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ყველა ნაბიჯის დაბლოკვაზე და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტაზე წერს.


როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ამგვარ „პარტიუგებს“, რომლებიც ვითომ დისტანცირდებიან სააკაშვილისგან, „ნაცებთან“ ერთად ნულოვანი შანსი აქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების.


„ამგვარი მავნებლური დღის წესრიგით მოქმედებენ უსამშობლო სექტანტები დასავლელ აქტორებთან ურთიერთობისას. ვითომ პროევროპული საბურველი აქვთ, რეალობაში კი საკუთარი მუდმივი ლუზერობისგან გამწარებულნი, უბადრუკ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს წარმოადგენენ. კარგია ის, რომ ენა და კლავიატურა წინ უსწრებთ და ვერ მალავენ საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებას. რასაკვირველია, ამგვარ 'პარტიუგებს', რომლებიც ვითომ დისტანცირდებიან სააკაშვილისგან, „ნაცებთან" ერთად ნულოვანი შანსი აქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების. ეს თავადაც იციან, ვითომ ამხნევებენ მარგინალ ადეპტებს, სინამდვილეში კი ტოტალური უიმედობისგან, დროსა და რეალობაში გაქვავდნენ და თვითგაბანძების ძრავა კიდევ უფრო მოქოქეს,” - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.