გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ National Geographic-თან ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო

5-06-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით National Geographic-თან ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.


„გასტრონომიული გზამკვლევი-საქართველოს შესახებ-ქვეყნის საუკეთესო ღვინის მარნები და კვების ობიექტები“-ამ სათაურით გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ ონლაინპლატფორმაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სტატიის ბეჭდური ვერსია 6 ივნისს გავრცელდება.


სტატიის ავტორი ემილი ლაში საქართველოს ბუნებას, ტურისტულ ადგილებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აღწერს.


„თავგადასავლების მოყვარულ მოგზაურთა გულებს საქართველო სწრაფად იპყრობს მსოფლიო დონის სალაშქრო ბილიკებით და კავკასიონის მთებში სრიალით. მაგრამ საქართველო გამოირჩევა ვენახებით, ღვინითა და კულინარიით. ქართული მრავალფეროვანი სამზარეულო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყნისა და შავი ზღვის სანაპიროების ანარეკლია. საქართველოს 12 კლიმატური ზონა აქვს, აქ აღმოაჩენთ ნახევრად ტროპიკულ, მაღალ ალპურ და ნახევრად უდაბურ ზონებს. ეს მრავალფეროვნება წარმოქმნის უამრავ პროდუქტს, მათ შორისაა ვაზის 500 ძირძველი ჯიში. საქართველოში კერძები მრავალსაუკონოვანი წესების დაცვით მზადდება. თითოეულ სუფრას თან ახლავს საოჯახო მარანში დამზადებული ღვინო, აქ გულმხურვალე სადღეგრძელოების თქმა წეს-ჩვეულებაა.“,-ამბობს ემილი ლაში.


სტატიაში აღწერილია კახეთი, ღვინის მარნები, ქვევრი, ღვინის მომზადების წესები. კახეთის შემდეგ ავტორი National Geographic-ის მკითხველს რაჭას და ადგილობრივ მეღვინეებს და რაჭულ ღვინოს აცნობს.


სტატიაში აღწერილია მესხეთი და მესხური კერძები, ასევე ქუთაისი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, ასევე შავი ზღვის სანაპირო და ბათუმი.


https://www.nationalgeographic.com/travel/article/paid-content-gastronomic-guide-to-georgia