გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიმიტრი ხუნდაძე: ნატოს წესდების მეხუთე მუხლის თანახმად, არ არის პირდაპირი ვალდებულება, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ომში ჩაერთონ ალიანსის რომელიმე წევრი ქვეყნის დასახმარებლად

6-06-2024

ნატოს წესდების ცნობილი, მეხუთე მუხლის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის თაობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ ეს მუხლი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.


როგორც ხუნდაძე ამბობს, სინამდვილეში არაა ისე, რომ ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე მესამე ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, თითქოს ყველა ქვეყანას აქვს ვალდებულება ჩაერთოს საომარ მოქმედებაში.


მანვე განმარტა, რომ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა, თავად გააკეთონ არჩევანი, თუ რა ფორმით დაუპირისპირდებიან აგრესიას.


„ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ქართული თარგმანის თანახმად, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე მესამე ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, თითქოს ყველა ქვეყანას აქვს ვალდებულება ჩაერთოს საომარ მოქმედებაში. თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის და ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ რა ფორმით და როგორ ჩაერთონ ასეთ პროცესში. დასავლეთისთვის გარდა იმისა, რომ ამიერკავკასია უფრო ცხელი ემოციის ქვეყანაა და წარმოების კუთხით მძიმე ტვირთი გახდება რუსეთისთვის, პასუხისმგებლობაც ნატოზე ნაკლებია, იმიტომ, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი და აქ არ არის პირდაპირი ვალდებულება, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ომში ჩაერთონ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.


მან ასევე გაიხსენა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდი, როცა შტატების პრეზიდენტმა (აშშ ნატოს სამხედრო ალიანსის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური წყაროა) უარი განაცხადა ნატოს მხრიდან დახმარება გაეწია იმ ქვეყნისათვის, რომელიც ალიანსის წევრობისათვის სოლიდურ საწევროს არ გადაიხდიდა.


„ტრამპმა თავის პრეზიდენტობისას განაცხადა, მშპ-ს 2 პროცენტს საწევროს თუ არ იხდის ნატოს წევრი ქვეყანა, ჩემი იმედი არ გქონდეთო. ანუ, ეს ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის მექანიზმი ავტომატურად ირთვება. მით უმეტეს, ის ვერ ჩაირთვება ჩვენთვის, იმიტომ, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.