გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სალომე ზურაბიშვილმა ქალ ელჩებთან წინასაარჩევნოდ სამუშაო შეხვედრა გამართა

17-10-2018

მმართველი პარტიისაგან მხარდაჭრილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წევრის, სოფიო ქაცარავას მიერ შექმნილი ქალი ელჩებისა და პარლამენტარების არაფორმალური ფორმატის ფარგლებში, ქალ ელჩებთან წინასაარჩევნოდ სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილესთან, ბულგარეთის, ესტონეთის, თურქეთის, ლატვიის და უნგრეთის ელჩებთან შეხვედრაზე წინასარჩევნო კამპანია, საპრეზიდენტო პროგრამა და ხედვა განიხილებოდა, ასევე, მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე  გამახვილდა ყურადღება.

 

“ჩვენ ვართ ისტორიულად ევროპული ღირებულებების, თანასწორობის და პლურალიზმის ქვეყანა. ქალი კანდიდატის გამარჯვება ამ ფასეულობების უფრო გამყარებას შეუწყობს ხელს და საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება” - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.