გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იხსენებენ იმ პროცესებს, რომელიც 2014 წელს განვითარდა უკრაინაში

6-06-2024

აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იხსენებენ იმ პროცესებს, რომელიც 2014 წელს განვითარდა უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, უკრაინამ მაიდნის შემდეგ დაკარგა ტერიტორიების 20%-ს, დაღუპულია ათიათასობით ადამიანი, ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში და ინფრასტრუქტურა არის განადგურებული.


„მაიდანს რაც შეეხება, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იხსენებენ იმ პროცესებს, რომელიც 2014 წელს განვითარდა უკრაინაში. მაიდნამდე უკრაინა იყო ერთიანი და განუყოფელი სახელმწოფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა. ეკონომიკა იყო თითქმის 200 მილიარდი დოლარი და ეკონომიკა იყო მუდმივი, ყოველწლიური აღმავლობის გზაზე. ამის შემდეგ უკრაინა კარგავს ტერიტორიების 20%-ს, დაღუპულია ათიათასობით ადამიანი, ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, ინფრასტრუქტურა არის განადგურებული, მოსახლეობის ერთი მეოთხედი, დაახლოებით 10 მლნ არის ან დევნილი, ან ლტოლვილი, ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 7-8 მილიონი გასულია ქვეყნიდან. 90% არიან ქალები და ბავშვები. რამდენიმე მილიონი ქვეყნის შიგნით არიან დევნილებად ქცეული და ეს ყველაფერი მოიტანა მაიდანმა. როდესაც ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ უკრაინაში ამ პროცესების განვითარების გამო, ჩვენ გვემუქრებიან მაიდნით და ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მიუღებელი", - განაცხადა პრემიერმა.