გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ცინიკურია, როდესაც იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში, ეწოდება „მეგობარი აქტი", როცა პირდაპირ მტრობაზეა საუბარი, "დაუდზინებელი აქტი", ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა

6-06-2024

ეს არის ჩვეულებრივი ღალატის გაგრძელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილს ეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ცინიკურია, როდესაც იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში, ეწოდება „მეგობარი აქტი", როცა პირდაპირ მტრობაზეა საუბარი ამ აქტში.


„მე ამ კანონს ვუწოდებდი - „დაუდზინებელი აქტი", ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა ამ კანონს. ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას.


შეგახსენებთ, რომ 2020-2021, შემდეგ 2022 წელი წინა ელჩის ჩართულობით იყო რევოლუციის 2 მცდელობა და ამ ფონზე, როდესაც ადამიანები ფიქრობენ არა გაჯანსაღებასა და გადატვირთვაზე, არამედ ამ გაფუჭებულის კიდევ უფრო მეტად გაფუჭებაზე, ეს არის სამწუხარო. ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ პრაგმატულად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.