გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში 66 წლის ბებია სასჯელს შვილთაშვილის ცემის ბრალდებით ელოდება

17-10-2018

„ჩემმა შვილიშვილმა, 23 წლის გოგომ, უკნიდან წიხლი ამომარტყა, მერე წავიდა და პოლიციაში მიჩივლა, ჩემ შვილს სცემაო “- ამბობს 66-წლის ბებია, რომელიც გორში ცხოვრობს და ერთ-ერთ დაწესებულებაში დამლაგებლად მუშაობდა.

განაჩენს ის გორის სასამართლოსგან ელოდება.

ქალბატონმა სამსახურსაც თავი დაანება, რადგან ამბობს, რომ მის თავს დატრიალებული ამბების გამო, სამსახურში მისვლა ერიდება. მასთან ერთად ცხოვრობდნენ ქალიშვილი, ასევე, შვილიშვილი ქმარ-შვილთან ერთად.

„ზამთარი იყო, შვილიშვილები ეზოში ფუფუსებდნენ, მოშიებულები იყვნენ და ხინკალი მოვატანინე მაღაზიიდან, მე 7-ლიტრიანი ქვაბით წყალი დავდგი გაზზე, ასადუღებლად, და იქვე ოთახში დავჯექი. ჩემმა შვილმა რამდენიმე წუთში გაზზე მდგარ ქვაბს შეხედა, აინტერესებდა დუღდა თუ არა წყალი. ამ დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და ძირს დაეცა და მასთან მივედი მისახმარებლად. ამ ჯიკაობაში გაზს დავეჯახე, ქვაბი დაცურდა და ჩემს გოგოს ადუღებული წყალი მკლავზე შეესხა, ხელი დაეწვა. მაშინვე დამწვრობის ცენტრში წავიყვანეთ თბილისში. ის, როცა საავადმყოფოში იწვა, ჩემი შვილიშვილი თავის ქმარს ეჩხუბა. მე ძალიან გადაღლილი ვიყავი მათი ჩხუბით და ვუთხარი, რომ წასულიყვნენ ჩემი სახლიდან და სხვაგან გადასულიყვნენ, იქნება სხვაგან უფრო მშვიდად ეცხოვრათ მარტოებს. ამაზე განრისხდა ჩემი შვილიშვილი გოგონა, უკნიდან წიხლი ამომარტყა და სახლიდან წავიდა, რას მოვიფიქრებდი თუ პოლიციაში წავიდოდა და ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა. ჩემი შვილიშვილი მისი შვილის ცემას და დედამისის (ჩემი შვილის) დაწვას მაბრალებს. ბავშვი როდის ვცემე? არ მახსოვს ეგეთი რამე ჩემს ცხოვრებაში, იმედია სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. დახმარებას ვითხოვ. სად არის სამართალი, ტყუილად რატო უნდა ჩავჯდე ციხეში? ამის შესახებ „ნანუკას შოუ“-საც მივწერე წერილი, მაგრამ არავის არ დაურეკია, მინდოდა ნანუკას გადაცემაში მესაუბრა“- ამბობს ქალბატონი.

ადვოკატი გივი ტურაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ქალბატონს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის (ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ) მიხედვით, წაუყენეს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სასჯელს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან 1-იდან 3 წლამდე პატიმრობით. ასევე, წაყენებული აქვს ბრალდება 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე).

66-წლის ბრალდებული ქალბატონი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს რომ თუ ციხეში მოხვედრა მოუწევს, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის შეწყალების იმედად იქნება.


qartli.ge