გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოზარ სუბარი: ჩვენი მიზანია საქართველოს ტრადიციების, სარწმუნოების, ოჯახური ღირებულებების, ასევე ახალგაზრდების დაცვა მავნე ზეგავლენისგან და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ვინმეს ცხოვრებაში ჩარევას

6-06-2024

„კანონმდებლობა, რომლის მიღებასაც ვგეგმავთ არის გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს ამერიკის ბევრ შტატში, მაგალითად ფლორიდაში. ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს პოლონეთში და უნგრეთში,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.


მისივე თქმით, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით ხელისუფლებას სურს დაიცვას ქვეყნის ტრადიციები, სარწმუნოება და ახალგაზრდები მავნე ზეგავლენისგან.


„კანონმდებლობა, რომლის მიღებასაც ვგეგმავთ არის გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს ამერიკის ბევრ შტატში, მაგალითად ფლორიდაში. ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს პოლონეთში და უნგრეთში. ჩვენი მიზანია საქართველოს ტრადიციების, სარწმუნოების, ოჯახური ღირებულებების, ასევე ახალგაზრდების დაცვა მავნე ზეგავლენისგან და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ვინმეს ცხოვრებაში ჩარევას. ეს კარგად იცის ოპოზიციამ და ამიტომ პერიოდულად ამბობენ, რომ დებულებები, რომელიც ჩაწერილია კანონში მიესალმებიან, მაგრამ მხარდაჭერაზე თავს იკავებენ. სავარაუდოდ დასავლეთიდან უფროსების ბრძანებას ელოდებიან,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.