გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ჩიხელიძე: ამერიკამ საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება არ აპატია, მათ უნდა გაითავისონ, რომ სანქციები ორი ქვეყნის ურთიერთობას კიდევ უფრო დააზარალებს და სასურველ შედეგს ვერ მოიტანს!

7-06-2024

აშშ-ის მიერ გამოცხადებული სანქციების პაკეტი არა კონკრეტული ადამიანის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, თუ ჩვენი პრეზიდენტი ვეტოობანას თამაშობს,აშშ სანქციობანას თამაშობს, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, ამერიკამ საქართველოს არ აპატია ეროვნული ინტერესების გატარება, თუმცა, სავიზო შეზღუდვები მათთვის სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, რადგან საქართველოს მომავალი მისი მოსახლეობის მიერ იქმნება და არა უცხოელი მაღალჩინოსნების მიერ.


„აშშ-ის მიერ გამოცხადებული სანქციების პაკეტი არა კონკრეტული ადამიანის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, თუ ჩვენი პრეზიდენტი ვეტოობანას თამაშობს,აშშ სანქციობანას თამაშობს, არასერიოზულია სტრატეგიული პარტნიორის მიმართ აშშ-ს დამოკიდებულება, ვიზების ნაცვლად სანქციები? ეს ხომ მტრობაა და არა მეგობრობა! ამერიკამ საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება არ აპატია, მათ (აშშ) კარგად უნდა გაითავისონ, რომ სანქციები ორი ქვეყნის ურთიერთობას კიდევ უფრო დააზარალებს და სასურველ შედეგს ვერ მოიტანს! რამდენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვის საჭიროებაზე ისაუბრა, ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობა აშშ-ს უგუნურმა და არამეგობრულმა პოლიტიკამ გამოიწვია, მათ კი შემხვედრი ნაბიჯის ნაცვლად მორიგი შეცდომა დაუშვეს. 2020 წელს აშშ-ს მიერ ჰააგის პროკურორის დასანქცირების შემდეგ მათი ეს ნაბიჯი გასაკვირი არ არის. სანქციები მათთვის სასურველ შედეგს ვერ დადებს, რადგან საქართველოს მომავალი საქართველოში, ქართველი ხალხის მიერ იჭედება და არა აშშ-ს მაღალჩინოსნის კაბინეტში, როგორც ეს ნაცების დროს ხდებოდა”, - წერს დავით ჩიხელიძე.