გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

7-06-2024

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.


სოფელ ერთაწმინდაში, 760 გრძივი მეტრი გზის არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


გზაზე უკვე მოწყობილია დამცავი კედელი და დასრულების პროცესშია სანიაღვრე არხის მოწყობა. პარალელირად მიმდინარეობს სასმელი წყლის გაყვანილობის გზიდან არიდების სამუშაოები.


გზაზე დაიგება არმირებული ბეტონის საფარი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგილებას.


პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბესკო“ ახორციელებს.