გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის განცხადებაზე: ხელისუფლების ლეგიტიმაციას განსაზღვრავს ხალხი და არა რომელიმე ქვეყნის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვა, მოვა 26 ოქტომბერი და ვნახავთ, ქართველი ხალხი ვის დაუდგება გვერდში - ეროვნულ ხელისუფლებას, თუ ამ მონებს

7-06-2024

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიერ აშშ-ის სანქციებზე საუბრის დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს“.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ხელისუფლების ლეგიტიმაციას განსაზღვრავს ხალხი და არა რომელიმე ქვეყნის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვა „არც ამერიკის შეერთებული შტატების ფეხზე ცხვარგამობმული პრეზიდენტი და მისი სამარცხვინო ადმინისტრაცია“.


მისივე თქმით, მალე მოვა 26 ოქტომბერი და ყველა ნახავს, ქართველი ხალხი ვის დაუდგება გვერდში - „ეროვნულ ხელისუფლებას თუ ამ მონებს“.


„ამ უწიგნურ ჭინკას გადაეცით ვინმემ, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციას განსაზღვრავს ხალხი და არა რომელიმე ქვეყნის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვა. არც ამერიკის შეერთებული შტატების ფეხზე ცხვარგამობმული პრეზიდენტი და მისი სამარცხვინო ადმინისტრაცია. მალე მოვა 26 ოქტომბერი და ვნახავთ ყველა, ქართველი ხალხი ვის დაუდგება გვერდში - ეროვნულ ხელისუფლებას თუ ამ მონებს“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.