გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ეკა ყუბუსიძე: ჩვენი მიზანია სოფლად ინტერნეტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა ციფრულ ეკოსისტემაში

7-06-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ და და ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის" დირექტორმა მარიამ სულაბერიძემ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.


თავის გამოსვლაში, ეკა ყუბუსიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სამომავლო პროექტებზე, აგრეთვე ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის ციფრულ ბაზართან ინტეგრაციას. „ქვეყანაში ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა და ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც მიმართულია ამ გამოწვევის დასაძლევად. ეკონომიკის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს მთელ რიგ პროგრამებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია სოფლად ინტერნეტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა ციფრულ ეკოსისტემაში," - აღნიშნა სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა.


შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის" წარმომადგენლებმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, პროექტის მიმდინარეობისა და მისი განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ. განხილული იქნა კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და სფეროში არსებული სხვადასხვა აქტუალური საკითხები.


აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია ევროკავშირისა (EU) და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით (REDI), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს შორის ციფრული განვითარების კუთხით არსებული უთანასწორობის დაძლევის ხელშეწყობას, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ციფრული წიგნიერების ამაღლების გზით. პრტოექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან, პოლონეთის სოლიდარობის ფონდი (SFPL) და ესტონეთის e-Governance Academy (eGA). შეხვედრაზე გაიმართა პროექტის უახლოესი გეგმების, საპილოტე აქტივობებისა და ტექნიკური საჭიროებების მიმოხილვა.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, პოლონეთის სოლიდარობის ფონდის - Solidarity Fund PL in Georgia (SFPL), სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით (REDI) პროექტის და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები.