გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოფელ გოფანდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

17-10-2018

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ გოფანდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.


სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოეწყო ანტისეისმური რკინა-ბეტონის სარტყელი ტაძრისპერიმეტრსა და ხის კონსტრუქციებზე  დამონტაჟდა საბჯენი თაღისა და ტრიუმფალური თაღის კაპიტელები.


ინტერიერი შეილესა კირის სპეციალური ხსნარით, მოპირკეთდა 5 სმ. სისქის დახერხილი კირქვის ფილებით. დამონტაჟებულია ხე-ლითონის კარები და სარკმელები. ტაძრის ფასადები კი,  კირხსნარით დამუშავდა.


1tv.ge