გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სწავლება - „გელათი 2024“ დასრულდა

8-06-2024

სწავლება - „გელათი 2024“ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლებით დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.


„სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფს მხარს უჭერდა “დანა” ბატარეა, 120მმ-იანი ნაღმმტყორცნელების ჯგუფი, სატანკო ასეული, ასევე, საინჟინრო, ჰაერსაწინააღმდეგო და სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფი.


სწავლების მიზანი ოპერაციის რაიონში მანევრის, ცეცხლისა და ძლიერი საინჟინრო ეფექტების ინტეგრირებით საკვანძო ადგილმდებარეობის შენარჩუნება იყო.

სწავლების დასრულების შემდეგ, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა, „გელათი 2024“ ის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიგელები გადასცა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.