გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან კოჭლოშვილი: ოკეანის მეორე მხრიდან ნუ გვასწავლიან, რა ვჭამოთ, რა ჩავიცვათ და ჩვენი შვილები რა ზნეობით აღვზარდოთ

8-06-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი აშშ-ში ჩატარებულ კონგრესს ეხმიანება.


კოჭლოშვილი ამბობს, რომ კონგრესმენების მოქმედების მიღმა გიული ალასანიას ან კეზერაშვილის მიერ გადახდილი თანხებია, რაც ფარას კანონის ფარგლებში გამოჩნდება.


მისი განმარტებით, ხელისუფლება უცხო ქვეყნებისგან, ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას ითხოვს.


კოჭლოშვილის თქმით, გზა რომელზეც ახლა ქვეყანა დგას გაბრწყინებულ საქართველომდე მიგვიყვანს.


„კონგრესმენები რომ ისხდნენ და შალვა ნათელაშვილი თავისივე ფანჩატურში დასვეს, მე დარწმუნებული ვარ, გავა დრო, გამოქვეყნდება ფარას კანონი და ამ კონგრესმენების მოქმედების უკან გამოჩნდება კეზერაშვილის ან გიული ალასანიას გადახდილი თანხა. დღევანდელი ხელისუფლება და უმრავლესობის წევრები ითხოვენ, რომ მოგვექცნენ სამართლიანად, ჩვენ ამხელა ისტორიის მქონე, თავმოყვარე ერი ვართ და ზნეობას ნუ დაგვაკარგინებენ.


ამიტომაც შემოდის ჩვენთან ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი. ეს საქართველოა და საქართველოს ეს სჭირდება და ნუ გვასწავლიან ოკეანის მეორე მხრიდან რა უნდა ვჭამოთ, ჩავიცვათ, ჩვენი შვილები რომელ სკოლაში ვატაროთ და რა ზნეობით აღვზარდოთ.


კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გზა არის ილიას გზა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება მიჰყვება და ვიცი, რომ გაუძლებს ყველანაირ ზეწოლას და მივალთ იმ ფინიშამდე, რასაც საქართველოს გაბრწყინება ჰქვია“, - აღნიშნა კოჭლოშვილმა.