გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოზარ სუბარი: საქართველო არის თავისუფალი ქვეყნების რიგში თითქმის ყველა პარამეტრით, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, ასევე, უსწრებს ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას

8-06-2024

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ატლანტიკური საბჭოს“ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება, სადაც საქართველო მმართველობის მოხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელდა.


სუბარის თქმით, ქვეყანა ლიდერობს ყველა პარამეტრით, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. დეპუტატი ამბობს, რომ განცხადებები თითქოს ქვეყანაში, 2012 წლის შემდეგ, დემოკრატიული უკუსვლაა, სამარცხვინოა, რადგან წინა ხელისუფლების მმართველობის დროს საქართველო ლიდერობდა პატიმრების რაოდენობისა და ადამიანის წამების მხრივ.


„საქართველო არის თავისუფალი ქვეყნების რიგში თითქმის ყველა პარამეტრით, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, ეკონომიკურ თავისუფლებას, დემოკრატიულ მართვას და მმართველობის სისტემას და ასევე არის იმ 45 ქვეყანას შორის, რომელიც „ატლანტიკურმა საბჭომ“ მმართველობის მიხედვით თავისუფალ ქვეყნებად დაასახელა. საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ დგას, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ასევე, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანაზე. ამის ფონზე, განცხადებები რომლებიც კეთდება საქართველოს მიმართ, თითქოს სააკაშვილის მმართველობის შემდეგ დემოკრატიულ უკუსვლას აქვს ადგილი, არის სამარცხვინო. კარგად ვიცით, რაც ხდებოდა მაშინ - საქართველო იყო პირველ ადგილზე ადამიანების წამების მხრივ, მსოფლიოში მესამე ადგილზე იყო პატიმრების ოდენობის მხრივ, ყოველ ასი ათას მოსახლეზე, საქართველოში პრაქტიკულად გაუქმებული იყო სასამართლო ხელისუფლება და საკუთრების უფლება. ამ ფონზე, როდესაც დღეს კეთდება დემოკრატიულ უკუსვლაზე განცხადებები, არის სამარცხვინო იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს“, - აღნიშნა სუბარმა.