გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

9-06-2024

პროექტის - „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. გორის, ფასანაურის, ვალესა და თიანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს.


ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ იმ სკოლების წარმომადგენლები, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი - „სამხედრო საქმე“. თეორიული სწავლების პარალელურად, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, ტექნიკასა და შეიარაღებას, ასევე ჯარისკაცების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს. დღის ბოლოს, სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.


საქართველოს სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.