გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კასპელ ბავშვებს საჩუქრად სავარჯიშო ინვენტარი გადაეცათ

9-06-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ონლაინ მაღაზია isurve.ge -მ კასპელ ბავშვებს საჩუქრად სავარჯიშო ინვენტარი გადასცა.


გასულ წელს, კასპის მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ მაისურაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შპს დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლასთან.


მემორანდუმის ფარგლებში კასპელმა მწვრთნელებმა შავლეგ მაჭარაშვილმა და ნიკა ლეკვეიშვილმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს. დღეს დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლაში 40 კასპელი ბავშვი ვარჯიშობს.


წარმატებებს ვუსურვებთ კასპის საფეხბურთო გუნდის თითოეულ წევრს, ხოლო მაღაზია isurve.ge -ს ვუხდით მადლობას ბავშვების მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის.