გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„წითელი ხაზი გადაკვეთეს“ - ავსტრიის თავდაცვის მინისტრი რუსეთის ფედერაციაზე დასავლური იარაღით დარტყმების შესახებ

9-06-2024

შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და გერმანიამ „წითელი ხაზი გადაკვეთეს“, როდესაც მათ უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმის უფლება მისცეს. ამის შესახებ Die Presse-თან ინტერვიუში ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა კლაუდია ტანერმა განაცხადა.

„წითელი ხაზი გადაკვეთილია. ამიტომ, ძალიან კმაყოფილი ვარ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განმარტებით, რომ ნატო უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის“, - განაცხადა მან.

ჟურნალისტმა კლაუდია ტანერს შეახსენა, რომ დასავლეთმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ უკრაინას უჭირს, რუსეთის ტერიტორიიდან მომდინარე დაბომბვისგან თავი დაიცვას. მან ჰკითხა ტანერს, ფიქრობდა თუ არა, რომ უკრაინას ამის უფლება ჰქონდა.


„როგორც სამხედრო ნეიტრალური სახელმწიფო, ჩვენ ვერ განვსჯით“, - განაცხადა მინისტრმა.


შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რამდენიმე ქვეყანამ უკრაინას ნება მისცა, რომ მათ მიერ მოწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის ობიექტებზე დარტყმები განეხორციელებინა. მათ შორის იყვნენ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია, აშშ და სხვა ქვეყნები.


მანამდე ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ უკრაინას ნებას მისცემს, მისი F-16 გამანადგურებლები რუსეთის ტერიტორიაზე დასარტყმელად გამოიყენოს.


აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დასავლური იარაღი რუსეთზე შეტევისთვის უკვე გამოიყენა. თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში ობიექტებს HIMARS-დან შეუტიეს.