7-12-2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, სამი პირი: 1968 წელს დაბადებული ე.მ., 1971 წელს დაბადებული რ.თ. და 1871 წელს დაბადებული გ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, ქალაქ ნინოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა, რომლებიც შპს „დემირიოლ სერვიზში“ მუშაობდნენ, მარაბდა-კარწახის რკინიგზის ხაზიდან ამავე კომპანიის კუთვნილი რელსები მოიპარეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი რელსები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინაარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.