18-10-2018
დღეს 17 ოქტომბერს, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ წარმომადგენლები გორის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს, პედაგოგებს და პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე კოლეჯის თანამშრომლები და კომპანია "GWP"წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
საუბარი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე სიახლეებს და დუალური სწავლების პროგრამებს შეეხო.
საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ შესაძლებელია დუალური პროგრამის ფარგლებში შეისწავლოთ წყალმომარაგებისა და წყალარინების სიტემების პროფესია.
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს წყალარინების სისტემების ტექნიკოსად, ასევე წყალარინების სექტორში, ოსტატის თანამდებობაზე და შეასრულოს სამუშაოები .
აღნიშნულ პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 19 ოქტომბრამდე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ როგორც კოლეჯ „სპექტრს“, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრებს და დისტანციურად https://vet.emis.ge/#/
• პრეტესტი ჩატარდება 03 ნოემბერს
• მისაღები გამოცდა ჩატარდება 04 ნოემბერს
• ტესტირების პასუხი გამოქვეყნდება 06-10 ნოემბერი
• სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრა 26 ნოემბერს
ტესტირების დრო და მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.
საბუთების შემოტანა შეგიძლიათ ყოველდღე 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე, შაბათ-კვირის ჩათვლით.