გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამთა მეგრელიშვილი: ევროპა გამოფხიზლების გზას ადგას, იმედია ლიბერალური ფაშიზმი იმ ხარისხით ვეღარ იპოზიციონირებს, როგორც აქამდე და ბევრი,რამ თვისობრივად შეიცვლება, მათ შორის, ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში

10-06-2024

„ევროკავშირის ევროპარლამენტის არჩევნები მხოლოდ არჩევნები არ არის, ეს არის ძველ და ახალ ევროპულ ფასეულობათა ბრძოლა პოლიტიკურ ჭრილში“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მეგრელიშვილი ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მკვეთრად გაზრდილია მემარჯვენე ჯგუფებისადმი მხარდაჭერა.


„ევროკავშირის ევროპარლამენტის არჩევნები მხოლოდ არჩევნები არ არის, ეს არის ძველ და ახალ ევროპულ ფასეულობათა ბრძოლა პოლიტიკურ ჭრილში. ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ მკვეთრად გაზრდილია მემარჯვენე ჯგუფებისადმი მხარდაჭერა, იდენტობა და დემოკრატიამ (ID) 11 - ადგილით მეტი მანდატი მოიპოვა, ხოლო ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების(ECR) პარტიამ ერთი ადგილით მეტი. ამას გარდა, ეგზიტპოლების მიხედვით, გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ კავშირმა (CDU) გაიმარჯვა და ხმების 30.30% აიღო, მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვისაც (AfD) 16% მოიპოვა, ხოლო კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) ხმათა 13.90%-ით მესამე ადგილზე გავიდა და ბოლო წლებში ყველაზე გაუარესებული შედეგი აჩვენა. ამავდროულად, ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიამ დაამარცხა. ევროპარლამენტის წინასაარჩევნო შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაკრონმა პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოაცხადა. ევროპა გამოფხიზლების გზას ადგას, იმედია ლიბერალური ფაშიზმი იმ ხარისხით ვეღარ იპოზიციონირებს როგორც აქამდე და ბევრი რამ თვისობრივად შეიცვლება მათ შორის ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.