გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპელმა ხალხმა ამერიკულ wokeism -ს უთხრა - არა! ევროპა გადის ღირებულებებისთვის ბრძოლის იმ გზას, რაც საქართველომ ახლახან გაიარა

10-06-2024

„ევროკავშირის ყველა წამყვან სახელმწიფოში სახელისუფლებო პარტიები დამარცხდნენ“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს.


როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ყველაზე ლიბერალურ ქვეყნებში საფრანგეთში, ბელგიაში, ავსტრიასა და ესპანეთშიც კი, ლიბერალიზმი დამარცხდა.


თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ევროპა გადის იმ გზას, რაც საქართველომ უკვე გაიარა და ეს არის სუვერენიტეტისთვის და ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზა.


„ევროპარლამენტის არჩევნები დასტურია იმისა, რომ ამერიკის გავლენები ევროპაზე სუსტდება. რუსეთ-უკრაინის ომის გამო ყველაზე მეტად დაზარალებულმა ევროპელმა ხალხმა არ აპატია არსებულ ხელისუფლებას მცდარი პოლიტიკის წარმოება. ევროკავშირის ყველა წამყვან სახელმწიფოში სახელისუფლებო პარტიები დამარცხდნენ. გამაოგნებელი იყო ის, რომ ყველაზე ლიბერალურ ქვეყნებში საფრანგეთში, ბელგია, ავსტრიასა და ესპანეთშიც კი ლიბერალიზმი დამარცხდა. ევროპამ გაიღვიძა და ღირებულებებისთვის ბრძოლას აწი ვეღარავინ შეაჩერებს. ევროპა ძველ ღირსებას იბრუნებს და ამას აკეთებს ხალხი. ევროპა გადის იმ გზას, რაც საქართველომ უკვე გაიარა ამ პერიოდში. ეს არის სუვერენიტეტისთვის და ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. მართალია, გუშინდელ არჩევნებში კვლავ სახალხო პარტია და სოციალისტები ლიდერობენ, მაგრამ კონსერვატორული ფრთის გაძლიერება სურათს აუცილებლად შეცვლის. ევროპაში სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ ვითარდება“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.