გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

10-06-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებს – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტსა და პირველ ვიცე-პრეზიდენტს უილიამ ტონგს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ჰალა მადანატსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა სკოლის დეკანს ჯეფრი რობერტსს უმასპინძლა.


უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა 5 მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის მიმდინარეობა განიხილეს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, 2023 წელს დადებული მემორანდუმის საფუძველზე, 4 წლით გაგრძელდა. პროექტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო ყოველწლიურად 90-მდე სტუდენტს იღებს სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია.


გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს საქართველოს უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მასშტაბური

პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული, როგორც სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის კუთხით.


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე პროექტის გაფართოების საკითხი განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.


შეხვედრის დასასრულს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებმა გიორგი ამილახვარს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.