გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჯაბა სამუშია სოფიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს შეხვდა

10-06-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის სახელობის სოფიის (ბულგარეთი) უნივერსიტეტის პროფესორთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ეთნოლოგიის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და უნივერსიტეტებს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  სოფიის უნივერსიტეტის ეთნოლოგებსა და ისტორიკოსებს არაერთი საინტერესო პროექტი აკავშირებს. „სამომავლოდ, დავგეგმეთ ერთობლივი ეთნოგრაფიული  საველე სამუშაოების წარმოება ბულგარელი და ქართველი სტუდენტების ჩართულობით, რომლის ძირითადი თემატიკა მთიანი რეგიონების ყოფისა და კულტურის შედარებით ანალიზს მოიცავს“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, ერთობლივი საველე სამუშაოები ხელს შეუწყობს სტუდენტების  კვალიფიკაციის ამაღლებას,  საველე მუშაობის უნარების განვითარებას, ინტერნაციონალურ ჯგუფში მუშაობის გამოცდილების მიღებას.


როგორც წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის სახელობის სოფიის უნივერსიტეტის პროფესორმა ილია ილიევმა აღნიშნა, უნივერსიტეტებს შორის გაგრძელდება პროფესორ-მასწავლებელთა მობილობა და ეთნოლოგია-ისტორიის მიმართულებით არაერთი, ორივე მხარისთვის საინტერესო თემატიკის პროექტი განხორციელდება.


შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი პუბლიკაციის მომზადება ქართულ-ბულგარული კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების შესახებ. ასევე, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დაიგეგმა თსუ დელეგაციის ვიზიტი ბულგარეთში, სოფიის უნივერსიტეტში.


წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის სახელობის სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი ილია ილიევი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მოწვევით იმყოფებოდა თსუ-ში. მან ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ ფარგლებში, თსუ სტუდენტებისთვის ლექციების კურსი - „გენდერი, ასაკი და წმინდანობა მეოცე საუკუნის ბულგარეთში“ წაიკითხა.